ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი წარმოადგინა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ფინანსურმა გამოცემამ, Forbes-მა შეადგინა 2023 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი.
შემოსავალი მინდორზე ითვლება 2023-24 წლების სეზონის მიხედვით – ხელფასი, ბონუსები და საიმიჯო უფლებები, ხოლო მოედნის მიღმა შემოსავალში გათვალისწინებულია სასპონსორო და სარეკლამო კონტრაქტები, ამასთან, აქ არ შედის საინვესტიციო შემოსავლები. გარდა ამისა, Forbes-ი საერთო შემოსავალს არ აკლებს საგადასახადო თანხებსა და აგენტების საკომისიოს.
წლევანდელი რეიტინგი ასე გამოიყურება (თანხები მოცემულია დოლარებში):
- კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი) – 260 მლნ (200+60)
- ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 135 მლნ (65+70)
- ნეიმარი (ალ-ჰილალი) – 112 (80+32)
- კილიან მბაპე (პსჟ) – 110 (90+20)
- ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) – 106 (100+6)
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 58 (46+12)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 53 (35+18)
- სადიო მანე (ალ-ნასრი) – 52 (48+4)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 39 (35+4)
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 36 (26+10)
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა 100 მილიონზე მეტი: მბაპეს (128), მესისა (120) და კრიშტიანო რონალდოს (100). მაგრამ საუდის არაბეთმა ყველაფერი შეცვალა: ნეიმარმა (87 მილიონი გასულ წელს) გაუსწრო მბაპეს, ხოლო მანე და ბენზემა TOP 10-ში შეიჭრნენ.