კრიშტიანო რონალდოს ჰეთთრიკით და სადიო მანეს დუბლით „ალ-ნასრმა“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ჰეთთრიკით და სადიო მანეს დუბლით „ალ-ნასრმა“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის ჩემპიონატში მესამე ტური დაიწყო. „ალ-ნასრმა“ სტუმრად 5:0 დაამარცხა „ალ-ფათეჰი“.

კრიშტიანო რონალდომ ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა – მან ჯერ ქუსლით შესრულებული პასით სადიო მანეს გაატანინა, შემდეგ კი ჰეთთრიკი გაიფორმა. კიდევ ერთი გოლი მანემ გაიტანა და სენეგალელმა დუბლი მიითვალა.

„ალ-ნასრმა“ პირველად აიღო ქულები ახალ ჩემპიონატში და მე-10 ადგილზე გადავიდა.