დასახელდა პრეტენდენტები 2023 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT
დასახელდა პრეტენდენტები 2023 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT

„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, „პარი სენ-ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების მცველი აშრაფ ჰაკიმი და „ნაპოლისა“ და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმჰენი აფრიკის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტებად დასახელდნენ, – იტყობინება აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის პრესსამსახური.

დაჯილდოვების ცერემონია 11 დეკემბერს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გაიმართება.

2022 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი სადიო მანე გახდა, რომელიც იმ მომენტში „ბაიერნში“ თამაშობდა.