დასახელდა პრეტენდენტები 2023 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT
„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, „პარი სენ-ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების მცველი აშრაფ ჰაკიმი და „ნაპოლისა“ და ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმჰენი აფრიკის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტებად დასახელდნენ, – იტყობინება აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის პრესსამსახური.
დაჯილდოების ცერემონია 11 დეკემბერს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გაიმართება.
2022 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი სადიო მანე გახდა, რომელიც იმ მომენტში „ბაიერნში“ თამაშობდა.