ოსიმენმა საუდის არაბეთის კლუბების ყველა შეთავაზება უარყო #1TVSPORT

15:41, 10.08.2024

„ნაპოლის“ ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა უარი თქვა საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელების ვარიანტზე, – იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ნიგერიელმა უარყო შეთავაზებები „ალ-ჰილალიდან“ და „ალ-აჰლიდან“, რადგან ევროპაში სურს თამაშის გაგრძელება. ფორვარდზე კვლავინდებურად პრეტენზიას აცხადებენ „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს. 2023-24 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი