შეთანხმება მიღწეულია - სადიო მანე „ალ ნასრის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
შეთანხმება მიღწეულია - სადიო მანე „ალ ნასრის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სადიო მანე „ალ ნასრის“ ფეხბურთელი გახდა – საუდის არაბეთის კლუბმა შეთანხმებას მიაღწია მიუნხენის „ბაიერნთან“ და ტრანსფერი მალე ოფიციალურად გამოცხადდება.

რომანოს ინფორმაციით, „ალ ნასრი“ გერმანულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად 31 წლის თავდამსხმელი კი წელიწადში 40 მილიონ ევროს მიიღებს.

გარიგების ბოლომდე მისაყვანად ფორმალური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი, რის შემდეგაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანე „ბაიერნში“ „ლივერპულიდან“ გასულ ზაფხულს 32 მილიონ ევროდ გადავიდა. გერმანული კლუბის შემადგენლობაში სენეგალელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.