“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ ესპანეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ეროვნული გუნდის ოფიციალურ “ტვიტერზე” დაწერა. ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
დავიდ სილვას ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა. ჯამში მან 129 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა.
სილვა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2008 და 2012 წლებში კი ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონი.