დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული 12-დან 21 მარტის ჩათვლით ჩატარდება
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დღეიდან დაიწყო და 21 მარტამდე გაგრძელდება. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ინფორმაციით, კვირეულთან დაკავშირებით, გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი.
კვირეულის ფარგლებში, განხორციელდება ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა. კვირეულის დასასრულს კი, გაიმართება კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“, რომელიც მიეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
ასევე, 21 მარტს საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.