დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ექვსი მოწმის ჩვენება გაასაჯაროვა
დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ექვსი მოწმის ჩვენება გაასაჯაროვა

დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ბრალდების მხარემ დღეს ექვსი მოწმის ჩვენება გაასაჯაროვა იმ მიზეზით, რომ არცერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება და მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საქალაქო სასამართლოში სხდომაზე პროკურატურამ ალექსანდრე ღაჭავას ჩვენება გამოაქვეყნა, რომელიც სასჯელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე იხდიდა.

ჩვენებაში ღაჭავა აცხადებს, რომ დათა ახალაიას დავალებით სასჯელს დაუმსახურებლად იხდიდა. ყოფილმა მსჯავრდებულმა დუმილის სანაცვლოდ 100 000 დოლარი მიიღო. ასევე მოწმის მტკიცებით, მან და საქმეზე სამმა მსჯავრდებულმა მიხეილ ბიბილურიძემ, გერონტი ალანიამ და ავთანდილ აფციაურმა შეწყალების დაპირებაც მიიღეს.

ღაჭავას ჩვენების მიხედვით, ისინი სასჯელს კომფორტულ პირობებში იხდიდნენ.

დათა ახალაიას სახელმწიფო ბრალდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას ედავება.