იმ შემთხვევაში თუ 9 მაისს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქარდი გაიმართება მთავარი ბრძოლა მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის შორის შედგება. აღნიშნული დივიზიონის ერთერთმა წამყვანმა მებრძოლმა დასტინ პორიემ, რომელსაც გეტჯი დამარცხებული ჰყავს მოახლოვებულ ბრძოლაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„ეს შერეული ორთაბრძოლებია და ამ სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ჩემი მოსაზრება მაქვს ბრძოლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ გეტჯის კარდიო აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებს. არ ვიცი რამდენად კარგად მოემზადა ჯასტინი ამ დაპირისპირებისთვის. თუ როგორ ფორმაში იმყოფება იგი. თუ ბრძოლა მესამე, მეოთხე ან მეხუთე რაუნდამდე მივიდა ამ შემთხვევაში ტონის საგრძნობი უპირატესობა ექნება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჯასტინი ფერგიუსონის გაჩერებას ნაადრევად შეძლებს.” – აღნიშნა პორიემ.