მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ დასტინ პორიეს სოციალურ ქსელებში 520 000 ახალი გამომწერი გამოუჩნდა, თუმცა კონორი ლიდერობას არავის უთმობს
მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ დასტინ პორიეს სოციალურ ქსელებში 520 000 ახალი გამომწერი გამოუჩნდა, თუმცა კონორი ლიდერობას არავის უთმობს

რამდენიმე დღის წინ აბუ დაბიში UFC 257 გაიმართა. ღონისძიებამ მოლოდინი მართლაც რომ გაამართლა. ორგანიზაციამ 1.6 მილიონი ტრანსლაცია გაყიდა, რაც პრომოუშენის რეკორდთან ახლოს არის. ქარდის მთავარი ბრძოლა კონორ მაკგრეგორსა და დასტინ პორიეს შორის შედგა. ირლანდიელმა ბევრისთვის მოულოდნელად „ბრილიანტთან“ მეორე რაუნდში ნოკაუტით წააგო.

ნილსენ სპორტის“ (Nielsen Sports ) ანალიტიკოსთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა. მარცხის მიუხედავად გასულ კვირას მედიისთვის ყველაზე აქტუალური სპორტსმენი მაინც კონორი იყო. ამ დროისთვის მაკგრეგორს სოციალურ მედიაში 22.7 მილიონი გამომწერი ჰყავს. პორიესთან ბრძოლის შემდეგ ირლანდიელის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამომწერთა რაოდენობა 439 000 გაიზარდა.

დასტინ პორიესთვის კი ეს გამარჯვება კარიერაში ყველაზე მომგებიანი და მნიშვნელოვანი გამოდგა. „ბრილიანტს“ 520 000 ახალი გამომწერი გაუჩნდა.