აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი მაკგრეგორისა და პორიეს მესამე ბრძოლაზე მუშაობს

12:07, 09.02.2021

ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ UFC კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს მესამე ბრძოლაზე მუშაობს.

https://twitter.com/jedigoodman/status/1358871164790079488

შეგახსენებთ, რომ კონორი და დასტინი ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ. თავდაპირველად 2014 წელს ირლანდიელმა „ბრილიანტი“ პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. რემატჩი კი გასულ თვეს გაიმართა და პორიეს გამარჯვებით დასრულდა.

წყაროს ცნობით, მაკგრეგორს მაისში სურს ბრძოლის ჩატარება. აღნიშნული ინფორმაცია არიელ ჰელვანიმ დენიელ კორმიესთან საუბრისას გააჟღერა (DC & Helwani). მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნული დაპირისპირება მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულისთვისაც შედგეს.

https://twitter.com/jedigoodman/status/1358872885343842306

მსგავსი