აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი მაკგრეგორისა და პორიეს მესამე ბრძოლაზე მუშაობს
ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ UFC კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს მესამე ბრძოლაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ კონორი და დასტინი ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ. თავდაპირველად 2014 წელს ირლანდიელმა „ბრილიანტი“ პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. რემატჩი კი გასულ თვეს გაიმართა და პორიეს გამარჯვებით დასრულდა.
წყაროს ცნობით, მაკგრეგორს მაისში სურს ბრძოლის ჩატარება. აღნიშნული ინფორმაცია არიელ ჰელვანიმ დენიელ კორმიესთან საუბრისას გააჟღერა (DC & Helwani). მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნული დაპირისპირება მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულისთვისაც შედგეს.