აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე ბონუსები დასტინ პორიესა და მაიკლ ჩენდლერს ერგოთ
აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე ბონუსები დასტინ პორიესა და მაიკლ ჩენდლერს ერგოთ

რამდენიმე საათის წინ აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე დასრულდა UFC 25. დასტინ პორიემ კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. მეორე რაუნდში მოპოვებული შთამბეჭდავი ნოკაუტისთვის პორიეს ბონუსის სახით 50 000 დოლარი ერგო. მისი ჰონორარი კი ძალიან სოლიდურად გამოიყურება. დასტინმა გარანტირებული ჰონორარის სახით 1 მილიონი დოლარი მიიღო. გარდა ამისა ლუიზიანელი წილს ტრანსლაციებიდან შემოსული თანხიდანაც მიიღებს. ეს „ბრილიანტისთვის“ კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ერთად ფინანსურად ყველაზე მომგებიანი ბრძოლა იყო.

პორიესთან ერთად ასევე გამოარჩიეს UFC-ის დებიუტანტის, მაიკლ ჩენლდერის გამოსვლაც. „ბელატორის“ ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-6 მებრძოლი დენ ჰუკერი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ბრძოლის დასრულების შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოიწვია.

საღამოს საუკეთესო პერფორმანსისთვის დამატებითი ბონუსები ასევე გადაეცათ მახმუდ მურადოვსა და მარინა როდრიგეზს.