მაიკლ ჩენდლერმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დებიუტი ეფექტური ნოკაუტით აღნიშნა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები
მაიკლ ჩენდლერმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დებიუტი ეფექტური ნოკაუტით აღნიშნა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები

UFC 257-ზე არაერთი საინტერესო ბრძოლა შედგა. დასტინ პორიემ ნოკაუტით მოუგო კონორ მაკგრეგორს და ეს დღის მთავარი მოულოდნელობა იყო.

UFC-ის დებიუტანტმა მაიკლ ჩენდლერმა სერიოზული განაცხადი გააკეთა. „ბელატორის“ ყოფილი ჩემპიონის მეტოქე მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-6 მებრძოლი დენ ჰუკერი იყო. ჩენდლერმა ახალ ზელანდიელი პირველივე რაუნდში გაუშვა ნოკაუტში.

ჯოან კალდერვუდმა ჯესიკა აის მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 30-27 და 29-28).

მაჰმუდ მურადოვმა ენდრიუ სანჩესი ნოკაუტით დაამარცხა.

მარინა როდრიგესმა ამანდა რიბასს ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

არმან ცარუკიანმა მეტ ფრევოლა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 30-27, 30-26).

ბრედ ტავარესმა ანტონიო კარლოს ჯუნიორს ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 30-27, 29-28).

ჯულიანა პენია სარა მაკმანზე ძლიერი გამოდგა, მან მეტოქეს მომგუდავი ილეთით სძლია.

მოულოდნელი მარცხი განიცადა ჰალილ როუნტრემ მარცინ პრაჩნიოსთან.

მოვსარ ევლოევმა ნიკ ლენცი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა (28-29, 29-28, 29-28).

ამირ ალბაზიმ ჟალგას ჟუმაგულოვს მოუგო (29-28, 29-28, 29-28).