მაიკლ ჩენდლერმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დებიუტი ეფექტური ნოკაუტით აღნიშნა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები
UFC 257-ზე არაერთი საინტერესო ბრძოლა შედგა. დასტინ პორიემ ნოკაუტით მოუგო კონორ მაკგრეგორს და ეს დღის მთავარი მოულოდნელობა იყო.
UFC-ის დებიუტანტმა მაიკლ ჩენდლერმა სერიოზული განაცხადი გააკეთა. „ბელატორის“ ყოფილი ჩემპიონის მეტოქე მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-6 მებრძოლი დენ ჰუკერი იყო. ჩენდლერმა ახალ ზელანდიელი პირველივე რაუნდში გაუშვა ნოკაუტში.
ჯოან კალდერვუდმა ჯესიკა აის მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 30-27 და 29-28).
მაჰმუდ მურადოვმა ენდრიუ სანჩესი ნოკაუტით დაამარცხა.
მარინა როდრიგესმა ამანდა რიბასს ტექნიკური ნოკაუტით სძლია.
არმან ცარუკიანმა მეტ ფრევოლა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 30-27, 30-26).
ბრედ ტავარესმა ანტონიო კარლოს ჯუნიორს ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 30-27, 29-28).
ჯულიანა პენია სარა მაკმანზე ძლიერი გამოდგა, მან მეტოქეს მომგუდავი ილეთით სძლია.
მოულოდნელი მარცხი განიცადა ჰალილ როუნტრემ მარცინ პრაჩნიოსთან.
მოვსარ ევლოევმა ნიკ ლენცი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა (28-29, 29-28, 29-28).
ამირ ალბაზიმ ჟალგას ჟუმაგულოვს მოუგო (29-28, 29-28, 29-28).