დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება ამერის გამარჯვებით დასრულდა | იმერი 12:21 ამერი
დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება ამერის გამარჯვებით დასრულდა | იმერი 12:21 ამერი

„დიდი 10“-ის დასრულების შემდეგ დასავლეთ საქართველოსა (იმერი) და აღმოსავლეთ საქართველოს (ამერი) ნაკრებები შეიკრიბა და გუნდები ერთმანეთს ქუთაისში, „აია არენაზე“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდი მაღალ ტემპში თამაშს ცდილობდა, თუმცა ხშირი იყო ტექნიკური წუნი, რამაც მატჩის სანახაობრივ მხარეს დაღი დაასვა.

მატჩის პირველ ნახევარში ამერი დომინირებდა, მათ მასპინძლებს ორი უპასუხო ლელო დაუდეს (ჯიმშელეიშვილი 19′, ამირანაშვილი 37′). ეფექტური გამოდგა ვახტანგ  ამირანაშვილის (ლოკომოტივი) სოლო რეიდი, რომელმაც ზედიზედ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა.

პირველი ტაიმის შემდეგ – იმერი 0:14 ამერი.

მეორე ნახევარი პირველისგან განსხვავებული სნეცარით დაიწყო – მასპინძლებმა ორივე ლელოს გაქვითვა ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში მოახერხეს (წივწივაძე 42′, ფუტკარაძე 47′) და ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს. იმერის მეორე ლელო ბახვა კობახიძის ინდივიდუალური გარღვევით დაიწყო. იგი სამ მეტოქეს გაცდა და ბურთი თანაკლუბელ ფუტკარაძეს უპასა, რომელსაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია.

70-ე წუთამდე ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შანსი, თუმცა ლელო სტუმრებმა დადეს. ძალისმიერი მიძალებების შემდეგ ბურთი გიორგი ხუროშვილმა (არმაზი) აიტაცა და მეტოქის ლელოში გადადო.

დარჩენილ დროში იმერი ანგარიშის შემცირებას უშედეგოდ ცდილობდა. საბოლოო ანგარიში – იმერი 12:21 ამერი.

გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება ზუსტად ერთ წელიწადში, 2019 წლის 26 მაისს გაიმართება.

FT აია არენაზე, სადაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში დასავლეთი (იმერი) აღმოსავლეთს (ამერი) დაუპირისპირდა და პირველი,…

Posted by დიდი 10 / Didi 10 on 2018 წლის 26 მაისი, შაბათი