დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებში მიაჩნიათ, რომ წლის ბოლომდე უკრაინას ტერიტორიების დიდი დანაკარგი ემუქრება
დასავლური სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ წლის ბოლომდე უკრაინას ტერიტორიების „დიდი დანაკარგი“ ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მასალაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის უკრაინის „საერთო სურათი“ რუსეთის უპირატესობის გამო ბუნდოვანია. დაზვერვის შეფასებაში ნათქვამია, რომ კიევი 2024 წელს ვერ შეძლებს „ინიციატივის ხელში ჩაგდებას“ და წლის ბოლოსთვის ქვეყანა, სავარაუდოდ, „მნიშვნელოვნად უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს“ განიცდის.
დასავლური დაზვერვის შეფასებით, უკრაინის მიერ ტერიტორიის მოსალოდნელი დაკარგვა არის „უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი თავდაცვითი ორიენტაციისა და მასთან დაკავშირებული ბრძოლების გახანგრძლივების შედეგი“.
გერმანიის ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურების საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე როდერიხ კიზევეტერი აცხადებს, რომ უკრაინას საბრძოლო მასალისა და მობილიზაციის პრობლემა აქვს.
გერმანელი დეპუტატის თქმით, ამჟამად „სიტუაციის შესახებ პესიმისტური ცნობები ვრცელდება“, აშკარად იმ მიზნით, რომ „აჩვენონ, რომ სიტუაცია უიმედოა და სამხედრო მხარდაჭერას აზრი აღარ აქვს“, რომლის მიზანია კიევზე „დახვეწილად, მაგრამ სასტიკად“ ზეწოლა, რათა მან „ტერიტორია დათმოს“.
გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, რალფ შტეგნერმა, ასევე ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა თქვა, რომ სპეცსამსახურების შეფასება „არსებითად სწორია“.
გერმანელი დეპუტატის თქმით, გასულ წელს უკრაინის წარუმატებელმა კონტრშეტევამ აჩვენა, რომ „ჩვენ შეგვიძლია და თავიდან უნდა ავიცილოთ უკრაინის დამარცხება, მაგრამ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ მის გამარჯვებას“.