დასავლეთ სარდლობამ ახალი სპეცტექნიკა მიიღო
დასავლეთ სარდლობამ ახალი სპეცტექნიკა მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ სარდლობის შემდეგ სპეციალური ტექნიკა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა მიიღეს.

სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალი სატვირთო და სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.

მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდასა და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. დასავლეთ სარდლობას 130-მდე სპეციალური ტექნიკა და 70-მდე მსუბუქი ავტომობილი გადაეცა.

სატრანსპორტო საშუალებები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საჭიროებების გათვალისწინებით გადანაწილდება.