დასავლეთ ბალკანეთში აშშ-ის წარმომადგენელი - კოსოვომ მეტი ავტონომია უნდა მისცეს სერბებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს, თუ მას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიახლოება სურს
კოსოვომ მეტი ავტონომია უნდა მისცეს სერბებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს, თუ მას სურს, მიუახლოვდეს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ დასავლეთ ბალკანეთში აშშ-ის წარმომადგენელმა, გაბრიელ ესკობარმა განაცხადა.
გაბრიელ ესკობარმა ასევე მოუწოდა კოსოვოს, გაიყვანოს პოლიცია და მერები თავიანთი ოფისებიდან სერბებით დასახლებული ტერიტორიებიდან, რათა განმუხტოს დაძაბულობა და შემდეგ ჩაატაროს ახალი მუნიციპალური არჩევნები, რომელშიც სერბები მიიღებენ მონაწილეობას.
ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხი, ძირითადად, სერბული მუნიციპალიტეტი ბელგრადს თავის დედაქალაქად მიიჩნევს და პრიშტინას მთავრობას ეწინააღმდეგება. სერბებს სურთ მეტი ავტონომია, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი 2013 წლის შეთანხმების დებულებების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სერბთა მუნიციპალიტეტების ასოციაციის ჩამოყალიბებას.