დასაქმებულებისთვის სამართლიანი სისტემის მოთხოვნით, ბრიუსელში საპროტესტო აქცია გაიმართა
დასაქმებულებისთვის სამართლიანი სისტემის მოთხოვნით, ბრიუსელში საპროტესტო აქცია გაიმართა

დასაქმებულთათვის სამართლიანი სისტემის მოთხოვნით, ბრიუსელში რამდენიმე ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.

ბელგიის დედაქალაქში ადგილობრივი პროფკავშირების გარდა, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან ჩასული ადამიანებიც შეიკრიბნენ. საპროტესტო აქცია ევროპარლამენტის შენობასთან დაიწყო და შემდეგ დემონსტრანტები ევროკომისიის ოფისის მიმართულებით გაემართნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მოსახლეობას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ევროპა სჭირდება, რომელიც ხელფასებზე, უმუშევრობაზე და გადასახადების ჰარმონიზაციაზე იქნება ორიენტირებული.

პროფკავშირების წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროპა მხოლოდ მდიდარი ხალხის და კომპანიების საკუთრება არ არის და თითოეული ადამიანის საკუთრებაა.