დარია დომრაჩევა - შესაძლოა მარტენ ფურკადმა მინსკის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს
ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბიატლონში დარია დომრაჩევამ განაცხადა, რომ ფრანგმა ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარტენ ფურკადმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ბელარუსის დედაქალაქში 20-24 თებერვალს გაიმართება, მონაწილეობა მიიღოს.
„მარტენ ფურკადი შეიძლება ვიხილოთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა“, – განუცხადა დომრაჩევამ ბელარუს ჟურნალისტებს. – „მისი იარაღი განაცხადშია. გულშემატკივრებისთვის მარტენ ფურკადის ხილვა მინსკში ძალიან საინტერესო იქნება. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ამერიკის ეტაპების გამოტოვების თაობაზე, რათა შვედეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებულიყო.
30 წლის ფურკადი მიმდინარე სეზონში მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა, 554 ქულით.