საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს, კომიტეტის სხდომაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებული კომპოტირებადი მარკების წარმოება, იმპორტსა და რეალიზაციაზე მსჯელობენ.
კანონის ნორმებიდან გამომდინარე, ახალ რეგულაციებზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მოხსენებით გამოდის, თუმცა მას მოხსენების დაწყების საშუალებას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე არ აძლევს.
სამინისტრო ზღაპრებს ყვება, თუ რატომ აიკრძალა პოლიეთილენის პარკები. „საინტერესოა, ვის ინტერესებს ატარებს სამინისტრო“,-აღნიშნა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე აცხადებს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები საუბრობენ პოლიეთილენის პარკების აკრძალვის ისტორიაზე და არა იმის თაობაზე, აპირებენ თუ არა ამ პროცესის დროებით შეჩერებას ან გადადებას.
დეპუტატები რომან კაკულია და კახა კუჭავა ჭიჭინაძეს მოუწოდებენ, მინისტრის მოადგილეს საშუალება მისცენ, მოხსენება წარადგინოს და შემდეგ დასვან კითხვები.