დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოსმენა იგეგმება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოსმენა იგეგმება, მოსმენის დრო და თარიღი შეთანხმდება.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ პარლამენტში, ტყიბულის შახტის საკითხზე ნათია თურნავა მივიდეს.
კაკულიას თქმით, ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში ისედაც დგას, რადგან მნიშვნელოვანი თემაა.
„ეს თემა საკომიტეტო მოსმენას იმსახურებს. ნათია თურნავას ამ და სხვა მიმდინარე საკითხებზე ხვალ ვხვდები. დროის მიზანშეწონილობაზე შევთანხმდებით. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კომიტეტმა უნდა მოისმინოს გეგმები და აქამდე მიღწეული შედეგები. იცით, რონ კვლევები ჩატარდა და ვინ რა გაითვალისწინა, მნიშვნელოვანია მოვისმინოთ“, – დასძინა კაკულიამ.