დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საქსტატის საბჭოს წევრად გიორგი მუხიგულიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრად გიორგი მუხიგულიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელეს, დეპუტატებმა გიორგი მუხიგულიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, ტიხონი ბოკუჩავას კანდიდატურა კი, კენჭისყრაზე ჩავარდა.
დეპუტატები კანდიდატების როგორც სამომავლო გეგმებით, ასევე საარსებო მინიმუმთან, ინფლაციასა და უმუშევრობის მაჩვენებელთან დაკავშირებით მათი პოზიციით დაინტერესდნენ.