დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
ფარული კენჭისყრის შედეგად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, გიორგი მიროტაძესა და გიორგი ხიშტოვანს კომიტეტის ცხრა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი კი, წინააღმდეგი იყო.
პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შვიდი წლის ვადით ირჩევს.
თუ კანდიდატები პარლამენტის ნდობას მოიპოვებენ, ეროვნული ბანკის საბჭოში ვაჟა ჯანყარაშვილსა და ნიკოლოზ გონგლიაშვილს ჩაანაცვლებენ. ამ ორ წევრს საბჭოში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.