დარენ არანოვსკი - ჭიათურა კინემატოგრაფიულად ძალიან საინტერესო ადგილია
დარენ არანოვსკი - ჭიათურა კინემატოგრაფიულად ძალიან საინტერესო ადგილია

ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი რეჟისორი დარენ არანოვსკი საქართველოშია.

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი ქვეყანას მეგობრის მოწვევით სტუმრობს. არანოვსკი დღეს ქართველ ჟურნალისტებსაც შეხვდა.

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, სტუმრობდა ყაზბეგს და ასევე იმყოფებოდა ჭიათურაში.

მისივე თქმით, ჭიათურა კინემატოგრაფიულადძალიან საინტერესო ადგილია.

რეჟისორმა აღნიშნა, რომ საქართველო არის შთამბეჭდავი ქვეყანა სტუმართმოყვარე ხალხით და აქ კვლავ დაბრუნდება. შეიძლება პროფესიული კუთხითაც. დარენ არანოვსკის დებიუტი 1997 წელს შედგა, როდესაც ეკრანებზე მისი სადებიუტო ნამუშევარი Pi გამოვიდა, რამაც მას საუკეთესო რეჟისორის წოდება მოუტანა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. შემდეგ იყო ფილმები Requiem for a Dream, The Fountain, The Wrestler და რეჟისორის ყველაზე გახმაურებული ფილმი Black Swan ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელმაც 2011 წელს ოსკარის 5 და ოქროს გლობუსის 4 ნომინაცია მიიღო (მათ შორის საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო ფილმის ნომინაციები).

არონოვსკის ბოლო ნამუშევრის mother! პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 წელს შედგა. ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, ხავიერ ბარდემი, და ედ ჰარისი ასრულებენ.