დარეჯან ჩხეტიანი - ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული განყოფილებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული განყოფილებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ხელმძღვანელმა დარეჯან ჩხეტიანმა განაცხადა.
როგორც დარეჯან ჩხეტიანმა აღნიშნა, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირებულია, რადგან მოსახლეობას უკვე აქვს ინფორმაცია და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ საავადმყოფოს.
„რაც შეეხება საეჭვო შემთხვევებს, ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში, სამი საეჭვო შემთხვევა იყო, რომლებიც რეფერალით გადააგზავნეს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“, ერთის პასუხი არის მიღებული და არ დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ორ შემთხვევის პასუხს დღეს საღამოს ველოდებით. სამედიცინო პერსონალი არ გადის გარეთ და შევუქმენით შესაბამისი პირობები“, – განაცხადა დარეჯან ჩხეტიანმა.