დარჩება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, ხვალ გახდება ცნობილი
დარჩება თუ არა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ გადაწყვეტილი არ არის, – ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.
როგორც გოგუაძემ განაცხადა, მათ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.
„დღეს არაფერს ვიტყვი. გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იყო მოულოდნელი, ეს არ იყო ის გადაწვეტილება, რაზეც შევთანხმდით“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.