დაქორწინებულ წყვილებს, რომლებიც სამ შვილს გააჩენენ, უნგრეთის მთავრობა 30 ათას ევროს სთავაზობს
დაქორწინებულ წყვილებს, რომლებიც სამ შვილს გააჩენენ, უნგრეთის მთავრობა 30 ათას ევროს სთავაზობს.
უნგრეთის მთავრობის გეგმის მიხედვით, დაქორწინებული წყვილებისთვის სესხის სახით გათვალისწინებულია 10 მილიონი ფორინტი (30.590 ევრო), რომლის გადახდა სამი შვილის ყოლის შემთხვევაში აღარ მოუწევთ. ფული ხელმისაწვდომი იქნება ივლისის დასაწყისში ამოქმედებული სქემით.
ოჯახების და შობადობის მხარდასაჭერად, უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდეს“-მა „ოჯახის დაცვის სამოქმედო გეგმა“ შექმნა. გეგმა ასევე ითვალისწინებს სესხებს სახლის შესაძენად, დიდი ოჯახებისთვის ავტომობილებზე სუბსიდიას, ოთხშვილიანი დედებისთვის პერსონალური საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.
წყვილმა შვილი ხუთი წლის განმავლობაში უნდა გააჩინოს, რის შემდეგაც ყოველთვიური გადასახადი სამი წლით შეჩერდება. მეორე შვილის გაჩენა გადასახადებს კიდევ სამი წლით გადაავადებს, მესამე შვილის შემდეგ კი სესხი ჩამოიწერება.