პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან, თამარ ჩუგოშვილისგან ოპოზიცია მოითხოვდა, დღის წესრიგში შეეტანათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების განხილვა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი.
სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური დაიწყო, რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილმა ტექნიკური შესვენება გამოცხადა.