კიევში, უკრაინის რადასთან, ე.წ. კარვების ქალაქში გამთენიისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი კიევიდან იტყობინება, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ადგილზე საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფება.