დაპირისპირება ლუცენკოს სახლთან - აქტივისტებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს (ვიდეო)
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა. ლუცენკოს სახლთან ბლოკ “პეტრო პოროშენკოს” დეპუტატი, ოლეგ ბარნი მივიდა.
დეპუტატსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბარნმა აქტივისტებს მიმართა, რომ ისინი ლუცენკოს სახლთან თანხის გამო იყვნენ შეკრებილი.
გაღიზიანებულმა აქტივისტებმა დეპუტატის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე წუთში დეპუტატმა ოლეგ ბარნმა მომხრეებთან ერთად ტერიტორია დატოვა.
უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, თავად გენერალური პროკურორი სახლში არ იმყოფება.
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეები არიან შეკრებილი.