დაპირისპირება კვირკველიას გამო - „სტიაუას“ მეპატრონეს ქართველის აყვანა სურდა, გენდირექტორი წინააღმდეგია #1TVSPORT
დაპირისპირება კვირკველიას გამო - „სტიაუას“ მეპატრონეს ქართველის აყვანა სურდა, გენდირექტორი წინააღმდეგია #1TVSPORT

საბა კვირკველიას გამო რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ბუქარესტის „სტიაუაში“ დიდი დაპირისპირებაა.

საბა კვირკველიას დამატების შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას კლუბის მეპატრონემ, ჯიჯი ბეკალიმ განაცხადა, რომ მის სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველია.

თუმცა გამოცემა „ფანატიკის“ ცნობით, მეპატრონის განცხადების გამო მას „სტიაუას“ გენერალური მენეჯერი მიჰაი სტოიკა დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია მათი ინტერესის სფეროში აღარ არის.

„მიჰაი სტოიკას და ჯიჯი ბეკალის შორის ურთიერთობა ყოველთვის მშფოთვარე იყო. მათი შეხედულებები ხშირად განსხვავებულია. ბეკალმა სატელევიზიო გამოსვლისას ქართველი და ბერძენი ​​მცველების შეძენაზე ისაუბრა. ამან მიჰაი სტოიკას აფეთქება გამოიწვია“, – წერს გამოცემა „ფანატიკი“.

„ხედავთ, მრავალი წლის განმავლობაში რამხელა პრობლემების წინაშე ვდგავარ?! არის რაღაცეები, რომლებიც წარსულში დავტოვე მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ შეეძლო პირის დახურვა. ასეთი რამ რატომ უნდა თქვა? საუბარი თუ იქნება ვინმეს მოყვანზე, ჩვენ სხვა ვარიანტი გვაქვს, შემოთავაზებაც გავუკეთეთ და პასუხს ველოდით. ახლა, თუ პასუხი დადებითი იქნება, მე ქართველზე ვიტყვი არას, ბერძენზე კი – დიახ“, – ეს სტოიკამ Orange Sport-თან განაცხადა.