დანიის საგარეო უწყება - დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე და მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს.
„15 წლის წინ რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალ ფაზაში. დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ – აღნიშნულია განცხადებაში.