დანიის პრემიერი - უნდა შევწყვიტოთ დისკუსიები „წითელი ხაზების“ შესახებ და მოვხსნათ შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებაზე
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ „წითელი ხაზების“ შესახებ დისკუსიები და მოვხსნათ შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენებაზე, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.
„ვფიქრობ, იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას“, – განაცხადა ფრედერიკსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, არ მიაჩნია, რომ დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მოკავშირეებს ომის მონაწილეებად აქცევს და ფრონტზე ესკალაციას გამოიწვევს.
„ჩემი წინადადებაა: დავასრულოთ „წითელი ხაზების“ განხილვა. უმნიშვნელოვანესი „წითელი ხაზი“ უკვე გადაკვეთილია. ეს მოხდა მაშინ, როცა რუსები უკრაინაში შეიჭრნენ“, – აღნიშნა ფრედერიკსენმა.