დანიის პრემიერი - ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით თავდაცვის უფლების მხარდასაჭერად, მოქალაქეების მკვლელობა, მძევლად აყვანა ტერორისტული აქტივობის ყველაზე ნეგატიური ფორმაა
ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა კოპენჰაგენში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მეტე ფრედერიქსენის თქმით, მოქალაქეების მკვლელობა, მძევლად აყვანა ტერორისტული აქტივობის ყველაზე ნეგატიური ფორმაა.
„მინდა, გამოვეხმაურო ვითარებას ისრაელში. ჩვენი შეხვედრა დღეს იმართება იმ ფონზე, როდესაც ისრაელში საზარელი მოვლენები ვითარდება. მოქალაქეების მკვლელობა, მძევლად აყვანა ტერორისტული აქტივობის ყველაზე ნეგატიური ფორმაა. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ასეთი თავდასხმების გამართლება შეუძლებელია. ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ და ვდგავართ ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდასაჭერად. ჩემი ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახების წევრებთან ერთად ვარ“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.