დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეთე ფრედერიქსენმა ევროკავშირის სამიტის გამო ქორწილი გადადო. „კოვიდ 19″-სგან აღდგენის ფონდის ინიციატივებზე სამიტი 17-18 ივლისს გაიმართება. ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც ლიდერები დაესწრებიან მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა კორონავირუსთან დაკავშირებული ჩაკეტვები განახორციელეს.
დანიის მთავრობის მეთაურს 18 ივლისს უნდა ექორწინა. მეთე ფრედერიქსენმა „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას „დანიის ინტერესები უნდა დაეცვა“.
დანიის პრემიერმა ქორწილი უკვე მესამედ გადადო. თავდაპირველად, მეთე ფრედერიქსენ ქორწილი 2019 წლის ზაფხულში უნდა ჰქონოდა, თუმცა მაშინ ქორწილი საყოველთაო არჩევნების გამო გადაიდო.