დანიის პარლამენტის წევრი - ვხედავთ, როგორ ხელყოფს რუსეთი სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ამას დიდი ხანია, აკეთებს საქართველოშიც, ეს უნდა შეჩერდეს
დანიის პარლამენტის წევრი - ვხედავთ, როგორ ხელყოფს რუსეთი სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ამას დიდი ხანია, აკეთებს საქართველოშიც, ეს უნდა შეჩერდეს

თქვენმა წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, როგორ მუშაობს საქართველო ევროკავშირსა და ნატო-სთან ქვეყნის კავშირების გასაძლიერებლად და რას აკეთებს ორივე ორგანიზაციაში ასპირაციის მიმართულებით, – ამის შესახებ დანიის პარლამენტის წევრმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მათს ფუგლედემ საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა.

„დანია თქვენთანაა და მხარს გიჭერთ ორივე მიზნის განხორციელებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მიზანი არის იმპერატიული საქართველოს მომავლისთვის, რომ გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი“, – აღნიშნა მათს ფუგლედემ.

კითხვაზე, რამდენად ცვლის შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნა, დანიის დეპუტატი აცხადებს:

„ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის დაკანონება. ჩვენ ვეცდებით, შეძლებისდაგვარად შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას. ვხედავთ, როგორ ხელყოფს რუსეთი სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ამას დიდი ხანია, აკეთებს საქართველოშიც, ეს უნდა შეჩერდეს და რაც მალე, მით უკეთესი“, – განაცხადა დანიის პარლამენტის წევრმა.