დანიის დედოფლის მეუღლე, პრინცი ჰენრიკი გარდაიცვალა
დანიის დედოფლის მეუღლე, პრინცი ჰენრიკი გარდაიცვალა

დანიის დედოფლის მეუღლე, პრინცი ჰენრიკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. იანვარში ის ფილტვის კიბოს გამო ჰოსპიტალიზებული იყო, თუმცა მოგვიანებით, საავადმყოფოდან გამოწერეს. პრინცმა ჰენრიკმა სიცოცხლის ბოლო დღეები ფრედენსბორგის სასახლეში, ოჯახის გარემოცვაში გაატარა.

დანიის დედოფალი მარგრეტე II და პრინცი ჰენრიკი 1967 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი ვაჟიშვილი და 8 შვილიშვილი ჰყავთ.

ჰენრიკი პრინცი-კონსორტი იყო. აღნიშნული წოდება მას მისმა მეუღლემ, დანიის დედოფალმა მარგრეტე მეორემ მიანიჭა. ეს წოდება პრინცზე მაღალია, თუმცა მეფე-კონსორტზე დაბალი.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ჰენრიკი საჯაროდ ხშირად გამოხატავდა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ მას მეფის ტიტული არ მიანიჭეს. 2017 წლის აგვისტოში მან განაცხადა, რომ მას არ სურდა, გარდაცვალების შემდეგ დედოფლის გვერდით დაკრძალულიყო. მაშინ მან აღნიშნა, რომ წუხდა იმის გამო, რომ დედოფალი თანასწორად არასდროს აღიარებდა.