დანიელა გრიგორ-გიტმანი - რუმინეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, ევროკავშირში დიდი ოჯახი რომ გვქონდეს, გვჭირდება მომზადება, მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს
დანიელა გრიგორ-გიტმანი - რუმინეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, ევროკავშირში დიდი ოჯახი რომ გვქონდეს, გვჭირდება მომზადება, მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს

რუმინეთი ნამდვილად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. იმისთვის, რომ გვქონდეს დიდი ოჯახი ევროკავშირში, ჩვენ გვჭირდება მომზადება, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დანიელა გრიგორ-გიტმანმა ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, დავუკავშიროთ ჩვენი პოლიტიკები ერთმანეთს მეტი წევრების მიღების მიზნით, თუ როგორ გავხადოთ ევროკავშირი უფრო მედეგი, თუ როგორ ვუპასუხებთ კრიზისებს, რომელიც ყველას გვაყენებს ზიანს, როგორიცაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი რუმინეთის საზღვართან. დღეს ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ევროპის მომავალს, ჩვენი მოქალაქეების პასუხად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოების პროცესი არის წარმატებული პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. რუმინეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესს მომდევნო წლებში. ჩვენ გვექნება ჩვენი ხმა ევროკავშირის შესაძლებლობების დაკავშირების პროცესში, რომ პროექტირდეს ჩვენი პრინციპები და ღირებულებები. ეს ორი პროცესი – გაფართოება და ევროკავშირის მომზადების პროცესი – პარალელურად უნდა წარიმართოს.

ასე რომ, ჩვენ გვექნება უფრო ძლიერი კავშირი. ამ პროცესმა უნდა გააძლიეროს ნდობა წევრ ქვეყნებს და კანდიდატ ქვეყნებს შორის, პატივი უნდა სცეს თანამშრომლობის და სოლიდარობის პრინციპებს და უნდა ამოივსოს უფსკრული განსხვავებებს შორის“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა.