დანიელა გიტმანი - რუმინეთი ემხრობა მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს არის ჩვენი მიზანი
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი არის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, ჩვენ გვჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღება, რათა გავუგზავნოთ სიგნალი პარტნიორებს, რომ ვიცავთ სიტყვას, მზად ვართ მოქმედებებისთვის, ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთ ბლოკიდან და დასავლეთ ბალკანეთიდან, რათა შეასრულონ და გააგრძელონ რეფორმები, – ამის შესახებ რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანმა, დანიელა გიტმანმა განაცხადა.
გიტმანის თქმით, უკრაინას სჭირდება მხარდაჭერის უფრო ყოვლისმომცველი პაკეტი არა მხოლოდ ევროპული გზის თვალსაზრისით.
„ვფიქრობ, ეს არის ყველა მნიშვნელოვანი პასუხი, რომლის გაცემაც შეგვიძლია ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ცდილობენ ევროპულ გზაზე წინსვლას. ასე რომ, რუმინეთი ძლიერ ემხრობა მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მიზანი. ასევე, ჩვენი ხმა იქნება ძალიან ხმამაღალი ევროპულ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის წინსვლის მხარდაჭერაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერის უფრო ყოვლისმომცველი პაკეტი არა მხოლოდ ევროპული გზის თვალსაზრისით, არამედ ასევე ფინანსური დახმარების, უსაფრთხოების გარანტიების კუთხით. ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი და ეს იქნება ისტორიული პასუხი, რომელსაც გავცემთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებასა და მოქალაქეებს, არამედ ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რადგან მათი მხარდაჭერა არის რუმინელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა“, – განაცხადა გიტმანმა.