დანიელ ჰაგარი - ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰში მყოფი პალესტინელების „ჰუმანიტარულ კუნძულებზე“ გადაყვანას გეგმავს
ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰში მყოფი 1.4 მილიონი პალესტინელის გადაყვანას „ჰუმანიტარულ კუნძულებზე“ გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
ჰაგარის განმარტებით, ამის მიზეზია სამხრეთ ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყება. მისივე თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების გადაყვანა საერთაშორისო აქტორებთან შეთანხმებით მოხდება.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, გადაყვანილ ხალხს საკვებს, წყალს და ყველა საჭირო ნივთს მიაწვდიან. როდის დაიწყება გადაყვანა, მას ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელს სურს, ამისთვის სწორი დრო შეარჩიოს.