დანიელ ჰაგარი - ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ სრული სიმძლავრით მოქმედებას და ღამითაც გააგრძელებენ ძლიერ დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში
დანიელ ჰაგარი - ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ სრული სიმძლავრით მოქმედებას და ღამითაც გააგრძელებენ ძლიერ დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს ძლიერ დარტყმებს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.

„ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ სრული სიმძლავრით მოქმედებას და ღამითაც გააგრძელებენ ძლიერ დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში. ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურად იმუშავეს. ამ ღამეს სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა.