დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ ოლბორგის უნივერსიტეტში სახელწოდებით – „საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპაში“ წაიკითხა ლექცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლექციაზე გიგი გიგიაძემ საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ლექციას ოლბორგის უნივერსიტეტის განვითარების სწავლებისა და საერთშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.