დანიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც უცხოური დაზვერვის ოპერაციების ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი
დანიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია უცხოური დაზვერვის ოპერაციების ხელშეწყობაში.
ამის შესახებ ინფორმაცია სკანდინავიური ქვეყნის პოლიცია ავრცელებს.
დანიის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის განცხადებით, პირი, რომელიც დანიაში ცხოვრობდა, სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის დარღვევაშია ეჭვმიტანილი, რომელიც გავლენის ოპერაციებს უკავშირდება.
ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე არ უკავშირდება ევროპარლამენტის არჩევნებს.
დაკავებულს, სავარაუდოდ, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლებენ.