დანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის მიზეზად რუსული თვითმფრინავის მიერ დანიის საჰაერო სივრცის დარღვევა სახელდება.
ინციდენტი 28 აგვისტოს, კუნძულ ბორნჰოლმთან მოხდა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ეპე კოფოდის თქმით, აუცილებელია, რომ ყველა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმაც, დაიცვან საერთაშორისო პრინციპები.
მომხდართან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატეს ნატო-ში. როგორც ალიანსში განაცხადეს, ეს მომხდარი რუსეთის პროვოკაციული ქმედებებზე მიუთითებს.