დანიაში „კოვიდ-19“-ზე აცრილ მოქალაქეებს კოვიდპასპორტს გადასცემენ.
ინფორმაციას „გარდიანი“ დანიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამოტვირთვა ინტერნეტით შეეძლება.
როგორც მანამდე დანიის მთავრობაში განაცხადეს, კოვიდპასპორტების გაცემა აუცილებელი პირობაა საერთაშორისო მოგზაურობის განახლებისთვის.
ამ ინიციატივის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ასეთი პასპორტების გაცემა დისკრიმინაცია იქნება იმ პირთა მიმართ, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ სურს.