დანიაში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ამის შესახებ განცხადება დანიის ჯანდაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰენიკემ გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რისკი შემცირდა, ამიტომ აუცილებელია, ვირუსის ფარული გავრცელება თავიდან იყოს აცილებული.
შეგახსენებთ, მანამდე დანიაში კორონავირუსზე ტესტს მხოლოდ სიმპტომების მქონე მოქალაქეებს უკეთებდნენ.
18 მაისს დანიაში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. სულ დანიაში, სადაც 5,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, „კოვიდ-19“-ით 11 100 ადამიანი დაინფიცირდა. დაიღუპა 548 პაციენტი.