დანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 760 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დანიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ ის რეკორდული მაჩვენებელი, 760 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანაში შესაძლოა,ზომები გამკაცრდეს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დანიაში „კოვიდ-19“-ის 38 270 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 694 პაციენტი გარდაიცვალა.